/უპრეცედენტო შემთხვევა რაჭაში

უპრეცედენტო შემთხვევა რაჭაში

ავტორი: მაკა ჯელაძე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი” მიერ არბაითერ სმაითერ ბუნდი(ASB)-ის ფინანსური მხარდაჭერითა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით გაიხსნა დღის საგანმანათლებლო ცენტრი “ბაო”, რომელიც ემსახურება შშმ და სსსმ ბენეფიციარებს 6-დან 18 წლამდე, მათი განათლების ხელშეწყობის, სოციალური ინტეგრაციის, შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების მიზნით.

აქამდე ჩვენს რეგიონში არ არსებობდა არანაირი საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურებოდა აღნიშნულ ბენეფიციარებს. ცენტრში ინტენსიურად მიმდინარეობს სოციალური და ემოციური, ქცევითი პრობლემების მოგვარება, მშობლებისათვის საჭირო პროფესიული რჩევების მიცემა, ფსიქოლოგის კონსულტაციები. ხდება ბენეფიციათა ჩართვა ( ინკლუზია) საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში მათივე უნარებსა და საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური გეგმებითრათა ბენეფიციარებს,   გაუმჯობესებული ექნეთ ბაზისური, თვითმოვლის, სოციალური, პროფესიული და აკადემიური უნარ-ჩვევები, რათა გაიზარდოს  მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხი და თავი იგრძნონ სრულუფლებიან მოქალაქეებად.

ცენტრი პარალელურად ემსახურება მშობელთა ცნობიერების ამაღლებას. შექმნილია მშობელთა კლუბი, ტარდება ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები.

დღის ცენტრი “ბაო” მუშაობს ყოველდღე შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა. იგი აღჭურვილია სახელმწიფო სტანდარტებით და მომავალში ითანამშრომლებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ისარგებლებს დღის ცენტრების ქვეპროგრამით.