/ამბროლაურის სასპორტო სკოლა

ამბროლაურის სასპორტო სკოლა

ავტორი: მაკა ჯელაძე

            
            2019 წელს სასპორტო სკოლაში მუშაობდა ექვსი   სახეობის ჯგუფი: კალათბურთი (ტრენერი მერაბი დარახველიძე) ,ჭადრაკი (ტრენერი ზურაბ კობახიძე),რაგბი (ტრენერი ვლადიმერ ვაწაძე),კარატე (ტრენერი დავით დუშუაშვილი) ,მაგიდის ჩოგბურთი (ტრენერი დავით სხირტლაძე),ფრენბურთი(ტრენერი გია შარაბიძე).ჯგუფებში გაერთიანებულია  190 მოსწავლე.


       კალათბუთის გუნდი გახდა რეგიონის ჩემპიონი.

      ჭადრაკში რაჭის ღია პირველობაზე, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  130  მოჭადრაკე მონაწილეობდა, დავიკავეთ გუნდური მესამე ადგილი.


     რაგბი–მონაწილეობას ვღებულობდით დასავლეთ საქართველოს ბავშვთა ფესტივალზე,სადაც საუკეთესო ხუთეულში მოვხვდით.


    ფრენბურთი–რეგიონის ჩემპიონები გავხდით ბავშვთა შორის.აღსანიშნავია ,რომ დავამარცხეთ საქართველოს ჩემპიონი
ცაგერის გუნდი.


    მაგიდის ჩოგბუთი–მინი კადეტებში დავიკავეთ პირველი–მეორე ადგილები საქართველოს პირველობაზე– ესენი არიან ნანა ცხვედიანი და ანი მეტონიძე ,რომლებიც შეყვანილი არიან რესპუბლიკის ნაკრებ გუნდში.


    კარატე–მოპოვებულია 30 ოქრო , 28 ვერცხლი და 35 ბრინჯაო–სულ 93 მედალი.

აღსანიშნავია ზაფხულში ქ.ერევანში ჩატარებულ მსოფლიოს თასზე ჩვენმა გუნდმა რესპუბლიკის ნაკრების სახელით დაიკავა პირველი ადგილი სალომე კილასონიამ, მარიამ ჯინჭარაძემ. მეორე ადგილი–ლაშა ლომთაძემ,  ნიკოლოზ მურუსიძემ, ხოლო მესამე ადგილები დაიკავეს– გიორგი კერესელიძემ და დავით დუშუაშვილმა.

ვფიქრობთ,2020 წელი ასევე წარმატებული იქნება.კალათბურთში მოვსინჯავთ პატარა ასაკის ბავშვების ლიგაში გამოსვლას,ასევე ჩოხიანი ჭიდაობის განვითარებას.