ჯანმოს ევროპის რეგიონში, სხვა რეგიონებთან შედარებით, ნაკლები მეგა ქალაქია. ჩვენი რეგიონის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს შედარებით მცირე ზომის ქალაქებში, სადაც ნახევარ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ეს ევროპას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გახადოს ქალაქის ცხოვრება უფრო ჯანსაღი, ნათქვამია ახალ მოხსენებაში, რომელიც მომზადებულია ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის მიერ, Gehl-ის დიზაინის სააგენტოსთან თანამშრომლობით. ანგარიში „ურბანული დიზაინი ჯანმრთელობისთვის: ინსპირაცია ურბანული დიზაინის გამოსაყენებლად ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისათვის ჯანმოს ევროპის რეგიონში“ გამოქვეყნდა 2022 წლის 31 აგვისტოს, HEPA (ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფიზიკური აქტივობა) მე-11 კონფერენციის გახსნის სესიაზე, ნიცაში, საფრანგეთი. ჯანსაღი არჩევანი ყველაზე ადვილი არჩევანი უნდა იყოს შედარებით მცირე ზომის ქალაქებმა მეტად უნდა გამოიყენონ ურბანული დიზაინის ინსტრუმენტები და ჯანდაცვის ინტერვენციები მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ახალი ანგარიში განიხილავს ინოვაციურ და ეფექტურ გზებს ურბანულ გარემოში ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის. არსებობს ძლიერი კავშირი ურბანულ გარემოსა და არაგადამდებ დაავადებებს შორის, რომლებიც სიკვდილისა და შეზღუდული შესაძლებლობის ძირითადი მიზეზია მთელს მსოფლიოში. ჯანსაღი საკვებსა და აქტიური ცხოვრების წესზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე მთელს მსოფლიოში. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ასწავლონ ადამიანებს საკვების „სწორი“ არჩევანისა და ფიზიკური აქტივობის უპირატესობების შესახებ, ქალაქებს შეუძლიათ განახორციელონ სტრატეგიები, რათა ეს არჩევანი ყველაზე ადვილი გახადონ, გვთავაზობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში. ინსტრუმენტები უფრო ჯანსაღი ქალაქებისთვის „თუ ჩვენ გვსურს ურბანული გარემოს გაუმჯობესება, რათა დავეხმაროთ ადამიანებს იცხოვრონ ჯანსაღად, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის მოსახლეობის საჭიროებები. ეს ჩვენ მოგვცემს მეტ ცოდნას, რათა უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჯანსაღი ჩვევების ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - თქვა დოქტორმა კრემლინ ვიკრამასინჰემ, ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის ხელმძღვანელმა. „მონაცემების შეგროვება და ადგილობრივ თემთან კავშირების დამყარება აუცილებელია ჯანსაღი ურბანული დაგეგმვისთვის“. ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ამ მიზანს სხვადასხვა გზით: მონაცემების შეგროვება იმის შესახებ, თუ როგორ გადაადგილდებიან ადამიანები ქალაქში.ადგილობრივი კვების ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს საკვების უსაფრთხოება.ჯანსაღი პოლიტიკის ეკონომიკური სარგებლის შეფასება.ინსტრუმენტები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, მოქალაქეების პროცესში ჩასართავადმონაცემების ანალიზი ჯანსაღი ურბანული დაგეგმარების მიზნით. მაგალითები რეალური ცხოვრებიდან ბევრმა ქალაქმა უკვე გადადგა…
დღე: მარტი 31, 2020
30-31 აგვისტოს კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში
30-31აგვისტოს , ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; ბუგეული,ხონი,ძირაგეული და ახალსოფელი. თვითიზოლაციაში იმყოფება 210პირი. ბინაზე მკურნალობას გადის 130 პიროვნება. სტაციონარში გადაყვანილია 14 პაციენტი. გამოჯანმრთელდა -31. ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის…