/23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი უქმდება

23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი უქმდება

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი უქმდება.
   პრემიერის თქმით მნიშვნელოვანია დავიცვათ სოციალური დისტანცია ,პირბადის ტარება და სხვა ის მოთხოვნები  რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ. 
უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებსა და ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლები შეუმცირდათ, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ.
  ,,ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შედეგი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით ბანკს მიმართავს, ასევე გადავადდება მისი საკრედიტო პროცენტი სამი თვით” – განაცხადა გახარიამ.