/რას იფიქრებს…?

რას იფიქრებს…?

ავტორი: ნიკა სვანი

მიჰყევი შენ გზას და ადამიანებმა რაც უნდათ ის ილაპარაკონ.

   დღევანდელ „საზოგადოებას“ რომ გადახედო, აუცილებლად შეამჩნევთ თვითშეგნების კოლაფსს.საქართველოში იმდენად დიდია სხვისი აზრით დაინტერესება,რომ ხშირად ფატალურ ქმედებებს ჩავდივართ სხვის თვალში „კარგად“ გამოსაჩენად.

   „ყველა ჩემნაირი ვერ იქნება“.

   ეს დოგმაა და ამის კარგად გააზრება დაგვარწმუნებს ჩვენი ქმედებიბის მართებულობასა თუ მერყეობაში. ჩვენ ერთხელ ვცოცხლობთ და უფლება არ გვაქვს ვიღაცის ან რაღაცის გავლენის ქვეშ მოვექცეთ, თუმცა სადღა შეხვდები მსგავს მიდგომას?

    საშინელი წარმოსადგენია,როდესაც მიხვდები რამდენად არავინ ფიქრობს შენზე, თუმცა ერთი მხრივ კარგია,არასწორი ფიქრებით არ იღლი თავს.

    ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანების დასაწყისში დამკვიდრდა „მეზობლური კონტროლი“ და დღემდე აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას.ვერ წარმომიდგენია ის დასახლება,სადაც სახლში მისულს მეზობლის თვალი არ მიგაცილებს სადარბაზომდე. ამ ყველაფერს რთულად ახალგაზრდები აღიქვამენ,უფროსები უკვე მიჩვეულები არიან.

    სხვისი პირადი ცხოვრების არსებობის დროს, კარგავენ საკუთარს და ჰობად ქცეული, სხვისი პირადი ცხოვრების თვალიერება, დროთა განმავლობასი იხვეწება და პროფესიად ყალიბდება.

   ძალიან დიდ კრიზისში ვართ,პიროვნულ,თვითშეგნების და რაც მთავარია შემოქმედებითობის, რატომ?

  და მაინც…  რას იფიქრებს…?