/სანათები რაჭული ორნამენტებით

სანათები რაჭული ორნამენტებით

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

  DVV Internatonal-საქართველოს ფინანსური მხარდამჭერით, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ხის მხატვრული  დამუშავების სასწავლო კურსი ფუნქციონირებს, ტრენერი  ზურა სხირტლაძეა რომელიც სულ ცოტახნის წინ დაუბრუნდა ამბროლაურს.

კურსის მთავარი მიზანია ძველი რაჭული ხის ორნამენტების ნიმუშების შენარჩუნების მიზნით,  მოძიება, შესწავლა  და დამზადება.

 განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რაჭული ოდა სახლების მოაჯირების დამზადებას.

ყველა ნაკეთობაში რაჭისთვის დამახასიათბელი ორნამენტები ფიგურირებს.

ფოტოებზე ის ნაკეთობებია, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში დისტანციური სწავლების დროს შეიქმნა (სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს).

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მობრძანდეთ მისამართზე: მ.კოსტავას 39  (კრედო ბანკის მეორე სართული)  ან დაგკვიკავშირდით ნომერზე : 579 35 30 22 ზურა სირტლაძე .