/პროდუქტის ფასი

პროდუქტის ფასი

Spread the love

 

მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ გავარკვიეთ სხვადასხვა პროდუქტის ფასები კარანტინამდე და კარანტინის პერიოდში, ამბროლაურში სოფლის მეურნეობის პროდუქტების დახლებზე,  ამბროლაურის, ჭრებალოს და სოფელ ჩორჯოს სასურსათო მაღაზიებში.

ნიორი,  ამბროლაურში დეფიციტური აღმოჩნდა. როგორც გამყიდველები ამბობენ ნიორის ფასი ყოველდღიურად იზრდება  საბითუმო ბაზარზე,  ქუთაისში, კილო 23 ლარი ღირს და ამიტომ ვეღარ ახერხებენ  შემოტანას

სასურსათო მაღაზიების მფლობელებმა, ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ მხოლოდ იმ პროდუქტებს მოემატა ფასი რომლებიც დისტრიბუციამ უკვე გაძვირებული მოიტანა.

 

 


Spread the love