/,,მოაზროვნე”

,,მოაზროვნე”

Spread the love

 

უკვე მეშვიდე წელია, ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი ატარებს ლიტერატურული კონკურსს – ,,მოაზროვნე”.

კონკურსი გათვლილია მაღალ სააზროვნო უნარებზე. მისი მიზანია ქართველ და უცხოელ კლასიკოსთა პოპულარიზაცია. სააზროვნო მოქმედებათა განვითარება, ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე და ტექსტებთან შემოქმედებითი დამოკიდებულების გამომუშავება.

,,მოაზროვნე“ არის პროექტი, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების და თვითშეფასების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

პროექტის ავტორია, ფილოლოგი ფიქრია ცხვედიანი.

მონაწიოლეობის მიღება შეუძლია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მესამე საფეხურის მოსწავლეებს.

დაჯილდოვდებიან პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო და ფასიანი საჩუქრები.

ლიტერატურული კონკურსი ,,მოაზროვნე”,  ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 14:00 სთი-ზე, პირველ საჯარო სკოლაში.


Spread the love