/სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში,  10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

ადგილობრივი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის სააგანტოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან მართავენ შეხვედრებს, მათ  მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს აცნობენ და მათთან ერთად სოფლებში არსებულ პრობლემებს განიხილავენ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2020 წლის 31 იანვრიდან დაიწყო, 12 თებერვალს დამთავრდება და ის ყველა სოფელს მოიცავს.

–სოფელ ნიკორწმინდასა და ხვანჭკარაში  პრიორიტეტი გარე განათებას მიენიჭა,

–სოფელ სადმელში წმიდა გიორგის სალოცავამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასრულება მოითხოვეს,

–სოფელ ქვედა ღვარდიაში პრიორიტეტად განისაზღვრა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია,

ბაჯის, ღადიშის და  ტბეთის მოსახლეობამ  უპირატესობა გარე განათების მოწყობას მიანიჭა,

ქვედა შავრა – გზის რეაბილიტაცია,

ჭრებალო – სკოლმდელი სააღმზრდელო დაწესებულების ტერიტორიის მოწყობა და შესაბამისი ინვენტარის შეძენა,

ქვედა ჟოშხა  – სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა,

გენდუში – გარე განათების დასრულება და ცხაურების მოწყობა

ზემო ჟოშხა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, ქვიშარი, ქვედა და ზედა ჭყვიში, პირველი და მეორე ტოლა – გარე განათების მოწყობა,

–სოფელ მოტყიარში პრიორიტეტად განისაზღვრა სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია,

გორისუბნის, ქედისუბნის, ჯვარისის,  ზნაკვის, საკეციის, აბანოეთის, ბუგეულისა და ბარეულის სოფლებში –  გარე განათების მოწყობა,

–სოფელ მუხლში და ღვიარში პრიორიტეტად განისაზღვრა სასოფლო გზების რეაბილიტაცია,

–სოფელ ბოსტანაში და ძირაგეულში სანიაღვრე არხის მოწყობა,

– სოფელ კლდისუბანში ე/წ წითელი ხიდის რეაბილიტაცია და გარე განათება,

კვაცხუთი, ხიმში და  წესი  – გარე განათების მოწყობა,

–სოფელ აბარში  წყლის სათავე ნაგებობამდე მისასვლელი ხიდ–ბოგირებისა და წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია  განისაზღვრა პრიორიტეტად.

 ქვემო და შუა კრიხში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია,

ზემო კრიხში გარე განათების დასრულება და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია,

ლიხეთ, ურავ დაფუტიეთ  – გარე განათების მოწყობა.

შეხვედრები გრძელდება და ამ თემასთან დაკავშირებით ,,ამბროლაურის ხმა” დაწვრილებითი ინფორმაციას  მალე მოგაწვდით.