/ინგლისური ენის შესწავლა

ინგლისური ენის შესწავლა

საერთაშორისო ორგანიზაციამ პროექტი ,,ჰარმონია” საქართველოში  (PH- international)  რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრთან  პარტნიორობით , ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ჩვენს რაიონში 2013 წლიდან დაიწყო პროექტი ,,ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა,,რომელიც დღემდე გრძელდება.

პროგრამის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის,სოციალურად დაუცველი , ეკონომიურად შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებიდან.მსმენელები გარდა ინგლისური ენის შესწავლისა, ეცნობიან ამერიკულ კულტურას, ეძლევათ  შესაძლებლობა განივითარონ ლიდერული უნარ–ჩვევები.

პროგრამა განკუთვნილია 13–16 წლის მოზარდებისათვის.ამ პროგრამის ფარგლებში ირჩევა 25 მსმენელი.ისინი ნაწილდებიან ორ ჯგუფად.პროგრამა ასევე გულისხმობს ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკის მოწყობას.უკვე გამოშვებულია სამი ჯგუფი და იანვრიდან იწყება მეოთხე ნაკადის მიღება(2020–2021) სასწავლო წლისათვის.